სულხან მოლაშვილის წამებაში მონაწილე პირთა დასჯის მოთხოვნით 20 ათასი ხელმოწერა შეგროვდა

186

სულხან მოლაშვილის წამებაში მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება. ამ დროისათვის პეტიციას 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, ისინი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე საზოგადოებისთვის ცნობილი პირები არიან.
„ქართულმა საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე გააცილა უცხოეთში გარდაცვლილი სულხან მოლაშვილი. ჩვენი მოქალაქეებისათვის ცნობილია, იმ მძიმე სულიერი და ფიზიკური განსაცდელის შესახებ, რაც ბოროტმა რეჟიმმა განუწესა ამ ღირსეულ, ქედმოუხრელ ვაჟკაც კაცს. სწორედ მისი ღირსეული, მედგარი ქცევა და ჭირთათმენა გვაძლევს საფუძველს, რომ ამ ცრემლსა და მწუხარებაში ვიპოვოთ სიამაყის მიზეზი. ამ ჩვენს, ზნეობრივი მაგალითებით ღარიბ დროში, სწორედ სულხანმა გვიჩვენა ბოროტებასა და ძალადობაზე მორალური გამარჯვების მაგალითი. არჩევანი ზნეობრივ კომპრომისსა და სხეულებრივ ტანჯვას შორის მან ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა. ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერებს, გვჯერა, რომ ქართული მართლმსაჯულება და საქართველოს ისტორია საკადრის პასუხს გასცემს და სათანადო ადგილს მიუჩენს სააკაშვილის ბოროტი რეჟიმის დამნაშავე წარმომადგენლებს!“ – ნათქვამია გავრცელებულ პეტიციაში.

Newstime