რა პრობლემის მოგვარებაზე საუბრობს კახა კალაძე?!

264

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ეცდება, უმოკლეს დროში მოაგვაროს ყველა პრობლემა, რომელიც დასავლეთ საქართველოში სტიქიის გამო შეიქმნა. “ზარალი საკმაოდ დიდია. ზარალი დაითვლება და მაქსიმალურად ვეცდებით, ავანაზღაუროთ. გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, მთლიანად დატბორილია სავარგულები, რაც დიდი ზიანია მოსახლეობისთვის. ვეცდებით, უმოკლეს დროში მოვაგვაროთ ყველა პრობლემა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Newstime