რას აცხადებს „ნიკორა სუპერმარკეტი“ მერსი სულხანიშვილთან დაკავშირებულ სკანდალზე

248

„ნიკორა სუპერმარკეტის“ ადმინისტრაცია ჟურნალისტ მერსი სულხანიშვილთან დაკავშირებულ სკანდალზე განცხადებას ავრცელებს. ადმინისტრაცია უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ნიკორას“ წარმომადგენელი, რომელთანაც მერსი სულხანიშვილს სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა სამსახურიდან გათავისუფლდა:

„ნიკორა სუპერმარკეტის“ ადმინისტრაცია ეხმაურება გუშინ წერეთლის გამზირზე მომხდარ ინციდენტს მომხმარებელსა და “ნიკორა სუპერმარკეტის” წარმომადგენელს შორის.

ყოველთვის ვზრუნავთ მომსახურების ხარისხზე და თითოეულ ჩვენს თანამშრომელს ვუტარებთ უამრავ ტრეინინგს მომხმარებელთან კომუნიკაციასა და ეფექტურ მომსახურებაში, რისი დასტურიც მენეჯერის ქმედებაა აღნიშნულ ინციდენტში.

აქვე ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, ზემოხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით თანამშრომლის გათავისუფლებაზე სიმართლეს არ შეესაბამება.

„ნიკორა სუპერმარკეტი”-სთვის თითოეული თანამშრომელი ძვირფასია და ის მზად არის დაიცვას ყოველი მათგანის უფლება განსაზღვრული კანონმდებლობით.“- აღნიშნულია განცხადებაში.

Newstime