მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველი დამოკიდებულებას იწვევს

183

ყველი იგივე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რაც დამოკიდებულების გამომწვევ ნარკოტიკებში გხვდება. ბრიტანული Independent-ის ინფორმაციით, მეცნიერთა ჯგუფი, რომელმაც ეს აღმოჩენა გააკეთა, ცდილობდა დაედგინა მიზეზი, თუ რატომ იწვევს ზოგიერთი საჭმელი უფრო მეტ დამოკიდებულებას, ვიდრე სხვა საჭმელი.

მათ დადგინეს, რომ ყველის მიმართ დამოკიდებულება განპირობებულია პროტეინი კასეინის მიერ. ეს პროტეინი გავლენას ახდენს ადამინის ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც დაკავშირებულია დამოკიდებულებასთან. სხვადასხვა საჭმლისადმი დამოკიდებულების ხარისხის დასადგენად მეცნიერები იელის უნივერსიტეტის დამოკიდებულების შკალას იყენებდნენ.

კვლევის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ ნახევარფაბრიკატები, განსაკუთრებით კი ცხიმიანი საჭმელი, ყველაზე მეტად იყო დაკავშირებული დამოკიდებულების გაჩენასთან. ასევე, შკალაში ყველაზე დიდ ქულებს ყველის შემცველი საჭმელები აგროვებდნენ.
http://news.ge/

Newstime