მარტვილში მდინარემ დაღუპული მაშველის ცხედარი გამორიყა

167

მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში მდინარემ დაღუპული მაშველის, ელგუჯა ჯამრიშვილის ცხედარი გამორიყა.

მაშველები ამ დროისთვის ცხედრის მდინარიდან ამოტანას ცდილობენ.

უბედური შემთხვევა მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედლში სამი დღის წინ მოხდა.

მაშველი 18 წლის ბიჭის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც თავადაც დაიღუპა.

ვერ მოხერხდა 18 წლის ახალგაზრდის გადარჩენაც. მისი ცხედარი მდინარე აბაშისწყალმა გუშინ გამორიყა.
http://2030.news/

Newstime