ვანში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მთავრობის წევრებს ელოდებიან

198

ვანის რაიონში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდეგნითი სამუშაოები დაიწყო.

ვანის გამგებლის, ზაზა ხურციძის ინფორმაციით, ზარალის დაახლოებითი რაოდენობა ორშაბათისთვის იქნება ცნობილი.

მისივე ცნობით, ვანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ძირითად ნაწილს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე აღუდგა.

ვანში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მთავრობის წევრებს ელოდებიან, რომლებიც სტიქიის შემდეგ არსებულ ვითარებას გაეცნობიან.

ადგილზე უკვე იმყოფება ვიცე-პრემიერი კახი კალაძე.
http://2030.news/

Newstime