გიორგი კვირიკაშვილი – დასავლეთ საქართველოში მასშტაბური სტიქიაა და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მძიმე შედეგები გვაქვს

96

დასავლეთ საქართველოში, სტიქიის ზონებში აღდგენითი სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე დროში დაიწყება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ვანის რაიონის სოფელ სულორში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით არის სტიქია, წაღებულია გზები, დანგრეულია იხდები, დახოცილია პირუტყვი.

„მადლობა ღმერთს, რომ ადამიანების მსხვერპლი არ არის. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს. ცენტრალურ გზატკეცილზე მოძრაობა შეუფერხებლად მიმინარეობს. ძალიან მოკლე დროში შევძლებთ, რომ აღმოვფხვრათ ინფრასტრუქტურული პრობლემები. რაც შეეხება ზარალის დათვლას, ამასაც მოკლე დროში მოვახერხებთ. ვნახოთ, რა მასშტაბით და რა დოზით ავანაზღაურებთ ზარალს. ძალიან მასშტაბური სტიქიაა და საკამოდ მძიმე შედეგები გვაქვს ინფრასტრუქტურიული თვალსაზრისით“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
http://2030.news/

Newstime