საერთაშორისო სავალუტო ფონდი ევროზონაში ეკონომიკის განვითარების ტემპების შემცირებას პროგნოზირებს

191

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, დიდ ბრიტანეთში „ბრექსიტთან“ ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, ევროზონაში შემავალი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის დონის პროგნოზი დასწია.
ახალი პროგნოზის მიხედვით, ევროზონის ქვეყნების ეკონომიკა 2017 წელს 1,4%-ით გაიზრდება, მაშინ, როდესაც ფონდი 1,6%-ს ელოდება.
როგორც ფონდის ევროპული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, მაჰმუდ პრადხანმა განაცხადა, ეს პროგნოზი დამყარებულია სცენარზე, რომ დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკება სწრაფად დასრულდება. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება გაჭიანურდა, ევროზონის მთლიანი შიდა პროდუქტის კიდევ უფრო სერიოზული შემცირების რისკი არსებობს.

წყარო: kvira.ge

Newstime