ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიან საგზაო მონაკვეთი 9 ივლისს გაიხსნება

224

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიან საგზაო მონაკვეთი 9 ივლისს გაიხსნება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგზაო მონაკვეთს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილთან ერთად გახსნის.

ღონისძიებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე, საქართველოში იაპონიის ელჩ ტოშიო კაიტანი და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანიც დაესწრებიან.

Newstime