საქართველოში 12 ივლისამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

92

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში აღინიშნა წვიმა, ზოგან – ძლიერი. სააგენტოს ინფორმაციით, უხვი ნალექების რაოდენობამ შეადგინა: სენაკი – 64 მმ, სამტრედია – 42 მმ, ჭალადიდი – 21 მმ, ნოქალაქევი – 27 მმ, ხაიში – 20 მმ, დიმი – 26 მმ, ზესტაფონი – 23 მმ, ტბეთი – 48 მმ, ახალციხე – 22 მმ, ბათუმი – 57მმ. პირველადი ინფორმაციით, უხვი ნალექისა და მდინარე სულორის ადიდების შედეგად დაზარალდა ვანის მუნიციპალიტეტი. სპეციალისტების განმარტებით, ამჟამად ენგურის მარჯვენა შენაკადი – მდინარე ხაიშურაა ადიდებული. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ივლისამდე არამდგარდი ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.

Newstime