საუდის არაბეთის პრინცესას სილამაზემ მსოფლიოს ულამაზესი ქალბატონები დაჩრდილა –

203

როგორც ზღაპარში… 33 წლის საუდის არაბეთის პრინცესამ ამირა ალ თაველიმ მიუხედავად დაბრკოლებებისა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია.

ამირი საუდის არაბეთის პრინცზე გათხოვდა, მაგრამ 2014 წლის იანვარში მათი ქორწინება კრახით დასრულდა. წყვილს შვილები არ უჩნდებოდა, თუმცა პრინცს უკვე ჰყავდა ორი შვილი წინა ქორწინებიდან. როგორც ამბობენ, მათი განქორწინების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ამირს არ შეეძლო შვილის გაჩენა.

პრინცესას ამაზე დიდხანს არ უდარდია. ამჟამად ის აქტიურად არის ჩართული საუდის არაბეთის ქალების უფლებების დაცვაში, მათ განათლებაში, რომ ეცვათ ისე, როგორც მოსწონთ და ატარონ ავტომობილი.

ამირი იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც ტრადიციულ სამოსს ელეგანტური და მოდური სტილი არჩია და ევროპის გლამურულ სამყაროს შეუერთდა.

იგი განათლებული ქალია, დაამთავრა აშშ-ში ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით.

პრინცესა არის ალ-ვალიდ ბინ თალალ ფონდის სამეურვეო საბჭოს ვიცე-თავმჯომარე და უჭერს მხარს ქალთა უფლებებს და სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებს.

ამირის ახლო მეგობარმა ქალმა, YouTube-ზე დაპოსტა ვიდეო, თუ როგორ ატარებდა ავტომობილს. მას ერთ კვირიანი ციხე მიუსაჯეს და აღიარეს, როგორც უშიშარ ქალად.
princesa1
ამირს აქვს საერთაშორისო მართვის მოწმობა და საჭეს საზღვარგარეთ მოგზაურობისას მართავს. იგი ჭკვიანი და ლამაზი ქალია. საზოგადოებას სჯერა, რომ ამირის წყალობით ოცდამეერთე საუკუნეში კაცობრიობა საბოლოოდ შეწყვეტს ქალთა უფლებების დარღვევას.
princesa3

princesa4

princesa7

princesa2

Newstime