როდის აღდგება ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა?!

223

ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. მაშველების ორსაათიანი მუშაობის შედეგად, გზა გაიხსნა. უხვმა ნალექმა მახინჯაურის ცენტრში, ჩაქვსა და ქობულეთში ცენტრალურ ნაწილზე მცირე ზომის მეწყერი ჩამოწვა. პრობლემა იყო ჩაქვი-ბათუმის გვირაბთანაც, სადაც წყალმა ქვა-ღორღი ჩამოიტანა. ამ ეტაპზე აღნიშნული მონაკვეთიც გაწმენდილია. აჭარაში უხვი ნალექი დღეს დილით მოვიდა. ბათუმში წვიმამ გადაიღო.

Newstime