რატომ არის მიუღებელი “მრეწველებისთვის” კოჰაბიტაცია “ნაციონლურ მოძრაობასთან?!

240

მრეწველების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით საპარლამენტო პარტიების ერთობლივ დეკლარაციაზე „მრეწველებმა“ ხელი არ მოაწერეს.

მისივე თქით, ერთი დოკუმენტი არაფერს შეცვლის და საქართველოს ამ დოკუმენტით ნატო-ში არ მიიღებენ.

„არ მიმაჩნია სწორად, იმ მოძრაობასთან ერთად, რომელსაც თავისი მმართველობის პერიოდში სისტემური დანაშაულები აქვს ჩადენილი, მოვაწეროთ ხელი დეკლარაციას. ეს ნიშნავს კოჰაბიტაციას. არ მიმაჩნია სწორად მათთან ერთად კოჰაბიტაციურ რეჟიმში მუშაობა. ჩემი აზრით, “ქართულ ოცნებასაც” არ უნდა მოეწერა ხელი.  ერთობლივი დოკუმენტი არის ერთობლივი დოკუმენტი და ერთობლივ დოკუმენტზე ხელის მოწერა ნიშნავს კოჰაბიტაციურ რეჟიმს. კოჰაბიტაციის წინააღმდეგი მე არ ვარ მარტო საზოგადოებაც არის წინააღმდეგი. რაც შეეხება ნატო-სთან ურთიერთობას, ეს ცალკე თემაა”, – განაცხადა ტყემალაძემ.

მისივე თქმით, „მრეწველები“ ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგები არ არიან, თუმცა „ნაციონალური მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია მიუღებელია.

Newstime