“ნატო: ნუ მიატოვებ საქართველოს “ – Politico სტატიას აქვეყნებს

123

“ნატო: ნუ მიატოვებ საქართველოს “-ამ სათაურით აქვეყნებენ სტატიას ანალიტიკოსები დევიდ კრამერი და დაიმონ ვილსონი გამოცემა Politico-ზე.

“გაერთიანებული სამეფოს რეფერენდუმის შედეგები გაურკვეველი სიგნალი აღმოჩნდა ევროპული პროექტის მომავლისთვის. კონტინენტის სტრატეგიული ხედვა შესძლოა განსაკუთრებით საშიში აღმოჩნდეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ჯერაც მის რიგებში გაერთიანებას ცდილობენ – განსაკუთრებით საქართველოსთვის“ – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის თანახმად, 2008 წელს ალიანსმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა დაადასტურა, თუმცა მას შემდეგ საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებების გზაზე მცირეოდენი პროგრესი შეინიშნება, რასაც ემატება ის ფაქტიც, რომ ივნისის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოსთვის ვიზალბიერალიზაცია გადადო.

“უკმაყოფილების და იმედგაცრუების ფონზე, საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში შესაძლოა, პრორუსული ძალები გაძლიერდნენ. დასავლური ინსტიტუტები ძირავენ ყველაზე პროდასავლურ და პროამერიკულ ქვეყანას ყოფილი საბჭოთა კავშირიდან“ – ნათქვამია სტატიაში.

ექსპერტების თქმით, ვარშავაში, ალიანსის ლიდერებმა კვლავ უნდა დაადასტურონ, რომ საქართველო ნატო-ს სრულფასოვანი წევრი გახდება. მათი თქმით, ნატოს მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის, ისევე როგორც უვიზო რეჟიმის დაწესება, ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოებასა და გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„ნატოს ძალები საქართველოში მუდმივად უნდა იყოს წარმოდგენილი იმისთვის, რომ ქვეყნანა წევრობისთვის მოამზადოს და იყოს შემაკავებელი ძალა“ – ნათქვამია სტატიაში.

Newstime