იენს სტოლტენბერგი: ვარშავის სამიტზე NATO-ს 29-ე წევრი შეემატება, რაც ადასტურებს, რომ ალიანსის კარი ღიაა

135

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენებრგმა ვარშავაში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ „ექსპერტთა ფორუმზე” საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ ვარშავის სამიტზე NATO-ს 29-ე წევრი შეემატება, რაც ადასტურებს, რომ ალიანსის კარი ღიაა.

„ამ სამიტზე მონტენეგრო იქნება წარმოდგენილი, რადგან ის NATO-ში ინტეგრაციის პროცესში ოფიციალურად იმყოფება და ის საბოლოოდ გახდება ალიანსის წევრი, როგორც კი NATO-ს 28 წევრი მოახდენს პროტოკოლის რატიფიცირებას. ეს სამიტი კიდევ ერთხელ აჩვენებს და ადასტურებს, რომ NATO-ს კარი ღია რჩება. 28 წევრიდან ჩვენ 29 წევრი გავხდებით. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველოსა და უკრაინასთან, როგორც ალიანსის ახლო პარტნიორებთან. რაც შეხება საქრთველოს – აპლიკანტ სახელმწიფოს, ჩვენ ვმუშაობთ მათთან, ვეხმარებით მათი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში, რეფორმების გატარებასა და NATO-ს სტანდარტებთან დაახლოებაში. უელსის სამიტზე ჩვენ გადავწყვიტეთ საქართველოსთვის ყოვლისმომცველი პაკეტის მინიჭება, მას შემდეგ ვმუშაობთ ამ პაკეტის განხორციელებაზე. გავაგზავნეთ ჩვენი მწვრთნელები, გავხსენით ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი საქართველოში, როგორც მტკიცე სიგნალი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებისა და ჩვენი მხარდაჭერისა. ჩვენ მივესალამებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ჩვენ ვაგრძელებთ, საქართველოს ძალსიხმევის მხარდაჭერა”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, სამიტზე ალიანსი დაადასტურებს აღმოსაველელი პარტნიორების – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდაჭერას, რომ დაეხმაროს მათ, გაუძლონ გარე ზეწოლას და გააგრძელონ რეფორმები.

Newstime