ეკა ბესელია: საუბარი იყო ჩემს მაჟორიტარობაზე

110

„ქართული ოცნება“ საარჩევნო სიების გამოქვეყნებას უახლოეს დღეებში გეგმავს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, საუბარია მის მაჟორიტარ კანდიდატ წარდგენაზე, თუნდა საბოლოო გადაწყვეტილება ამ კვირაში გახდება ცნობილი.
„ქართული ოცნება“ საარჩევნო სიების გამოქვეყნებას უახლოეს დღეებში გეგმავს. ჩვენ ვასრულებთ შიდა კვლევის ანალიზს, რის შემდეგაც მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას მაჟორიტარებზე.
რაც შემეხება მე, საუბარი იყო მაჟორიტარობაზე, თუმცა ჩემს მაჟორიტარად წარდგენამდე, ამ კვირაში ჩამოვყალიბდებით. სადაც უკეთესი იქნება წარმოვადგინო მმართველი გუნდი, იქ ვარ მზად. ჩემს კონკრეტულ ადგილს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია სად იქნება უმჯობესი“, – განაცხადა ბესელიამ.
უმრავლესობის წევრის თქმით, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი კანდიდატების შერჩევაში ჩართული არ არის.
„ივანიშვილი მზად არის გუნდს დაუჭიროს მხარი კანდიდატების შერჩევაში ჩართული არ არის. თუმცა, საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშნა ბესელიამ.

Newstime