გოგონას თაყვანისმცემლით შეწუხებული მეზობლები ხელმოწერებს აგროვებენ – სახალისო ისტორის თბილისიდან

243

სოციალური ქსელი მომხამრებელი ლექსო ფაიკიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, ცალმხივად შეყვარებული ბიჭის იმ მცდელობებზე წერს, რომლითაც ის გოგონას გულის მონადირებას ცდილობს და რომელიც მეზობლებს აღიზიანებს.

„ჩემს მეზობლად, მაღალსართულიან სახლში ერთი გოგო ცხოვრობს. იმ გოგოს ერთი ბიჭი ყვარობს, ეს გოგო, როგორც ჩანს, იმას არა ყვარობს. ცალმხრივათა უყვარს. ახლა რა ხდება-ეს ბიჭი არა ნებდება, ის კიდე ვაბშე არ ნებდება, ხოდა ეს ბიჭი ყოველ საღამოს ფეირვერკებს უშვებს იმის სახლთანა, გამარჯვებული ფლოტის ადმირალივით აქუხებენ. იმ გოგოზე ეგ ფეირვერკი აი ვუაბშე არ მოქმედებს, სამაგიეროდ მოქმედებს ჩემზე და ჩემს მეზობლებზე.

როგორც წესი ასე ხდება ხოლმე, ვეცდები თანმიმდევრობა არ დავარღვიო. მიდის ეს ბიჭი კორპუსთან, თავის ძმაბიჭებთან ერთად. ჩუმად მიდიან, გეგონება ყველამ არ ვიცით უკვე, დაცხებენ ამ ზალპს და მერე იწყება : ჯერ ჩემს ზევით რომ მეზობელია ის გამოდის ფანჯარაში და იმ ბიჭის დედაზე ამბობს ორიოდ სიტყვას, ვერ მოვიტყუები, ძალიან ბანალურად აკეთებს ამ ყველაფერს. მერე ზედა, მარჯვენა ფანჯრიდან ქალი გადმოდგება, ძუძუ-მკერდზე ხალათს შეისწორებს და ამ კაცს ჩამოსძახებს – იმას რას ერჩი ამას არ ყავს პატრონი?

შემდეგ უკვე სრული თავისუფლებაა, ვისაც რა უნდა იმას აცხადებს. ამასწინათ სადარბაზოსთან მეზობლის კაცი დამხვდა, ხელმოწერებს ვაგროვებო, იმ გოგოს დათანხმების შუამდგომლობით უნდა მივმართოთ უბნის სახელითო.

ეტყობა ვერ შეაგროვა საკმარისი რაოდენობა – ახლახანს კიდე დააქუხეს მეთოფეებმა!

Newstime