გიორგი გიგაური: მიხეილ ილ-ღაზი – სააკაშვილის ურდო დიდგორისკენ მოიწევს!

199

უკრაინაში ჩარეცხილი და კორუფციაში მხილებული სააკაშვილი ერთობ აქტიურად გადმოერთო საქართველოს წინასაარჩევნო ბატალიებში! გაგიკვირდებათ და, ქართველი ხალხის მიერ გაპანღურებული ნაცფიურერი თავის ნაცებს დიდგორისენ მიერეკება!

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის გახურებისთანავე, პრაქტიკულად, დღე არ გავა, სააკაშვილმა ოდესიდან რამე არ დაიყრანტალოს. ასე მოხდა გასულ კვირასაც, ნაციონალების დელეგაციასთან შეხვედრის დროს:

„ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. საერთოდ მოჭრილი გვაქვს უკან დასახევი გზა… ამ არჩევნებს ან ივანიშვილი მოიგებს, ან „ნაციონალური მოძრაობა”! ივანიშვილს უკვე წაგებული აქვს. არანაირი მესამე ხმა, მეორე ხმა, პირველი ხმა, მეორე ხალი (ალასანია!!! – გ.გ.) არ იმუშავებს. იქნება ორი ძალა… როცა ვინმე გეტყვით 9 წელზე, სახეში გაუცინეთ იმიტომ, რომ მე ძალიან ვამაყობ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამწუხაროდ არა 9 წლით, არამედ 8 წლით და ცოტა მეტით. ნეტავ ყოფილიყო 9, 10 და 12 წელი!”

დიახ, სააკაშვილი ურცხვად ამართლებს და იოტისოდენა სინანულსაც კი არ გამოთქვამს იმ 9-წლიანი ჯოჯოხეთის გამო, რომელიც მან და ნაცბანდამ საქართველოს თავს დაატეხეს!

საააკაშვილმა იმავე შეხვედრაზე ნაცებს მოუწოდა – აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში დამაგვირგვინებელი ყრილობა, არც მეტი – არც ნაკლები, დიდგორის ველზე ჩაატარეთო!

დიახ, სააკაშვილს აშკარად ეზმანება ის დრო, როდესაც მას მლიქვნელები „ახალ დავით აღმაშენებელს” ეძახდნენ! მაგრამ ამ შემთხვევაში აშკარაა: სააკაშვილი დიდგორზე საქართველოს გასაპარტახებლად და ასაოხრებლად გამწესებული ნაცურდოს ილ-ღაზია!

დიახ, სააკაშვილის ნაცხროვა შესაძლოა, დიდგორზეც ავიდეს, დროშებიც აფრიალოს, მაგრამ ის ისევე მწარედ დამარცხდება, როგორც ილ-ღაზის უზარმაზარი ლაშქარი 1121 წელს!

მოკლედ, 2012 წლის 1 ოქტომბერს „ჩარეცხილ” მიხეილ ილ-ღაზს ქართველი ხალხისგან ერთი კარგი წკიპურტიღა სჭირდება და ეს 8 ოქტომბერს მოხდება!

Newstime