ბარაკ ობამა – აშშ პოლონეთში ათასამდე სამხედროს განათავსებს

140

აშშ პოლონეთში ერთ ათასამდე სამხედროს განათავსებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვარშავის სამიტზე ნატო აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში ოთხი ბატალიონის განთავსების გადაწყვეტილებას მიიღებს. აქედან ერთი ბატალიონი, რომელიც პოლონეთში განლაგდება, ამერიკელი სამხედრეობით დაკომპლექტდება.

“ალიანსი ემზადება აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. მე შემიძლია განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება წამყვანი ქვეყანა, რომელიც ნატო-ს მიერ  აქ, პოლონეთში თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში მიიღებს მონაწილეობას. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განათავსებს აქ, პოლონეთში ერთ ბატალიონს – დაახლოებით ერთ ათას ამერიკელ სამხედროს როტაციის პრინციპით”, – განაცხადა ბარაკ ობამამ.

წყარო: 2030.news

Newstime