ჯონ კერი – გაორმაგდება იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც აშშ-ში სწავლისას სტიპენდიას მიიღებენ

187

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, გაორმაგდება იმ სტუდენტების რაოდენობა, რომელბიც აშშ-ში სწავლისას სტიპენდიას მიიღებენ.

როგორც ჯონ კერიმ საქაართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეხვედრაზე საქართველო-ამერიკის მზარდი ეკონომიკური პარტნიორობის მონაცემები განიხილეს.

„მოვახდინე 15 მილიონ დოლარიანი ღირებულების პროგრამის დაანონსება, რადგან გამყარდეს საქართველოში ეკონომიკური მდგრადობა და პლუს 1 მილიონი დოლარი დამატებით, რათა შესრულდეს შესაბამისობა შრომის კანონდებლობის მოთხოვნებთან. ასევე გვინდა გავამყაროთ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ჯონ კერის განცხადებით, აპირებს შეხვდეს ქართველ ბიზნესმენებს და მეწარმეებს, რომლებისგანაც საქართველოში ინოვაციური თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრებს.

„საქართველოდან გასულ წელს 80 ახალგაზრდა ჩამოვიდა ამერიკულ ოჯახში და „ფლეგის“ პროგრამის ჩარჩოებში, ამერიკულ სკოლებში სწავლობენ. ამერიკელებიც აქტიურად მონაწილეობენ პროგრამებში, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. ყოფილი “მასკის” კურსდამთავრებული ბატონი პრემიერი ბრძანდება და ნამდვილად კარგად მოეხსენება აღნიშნულის მნიშვნელობა. ჩვენ მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რომელიც გააორმაგებს ქართველი სტუდენტების რაოდენობას, რომლებიც აშშ-ში სასწავლებლად მიიღებენ სტიპენდიას“, – განაცხადა კერიმ.
http://2030.news/

Newstime