“ყველას მკაცრად მოთხოვეთ პასუხი, თორემ მოგეთხოვებათ უშუალოდ ჩემგან”

92

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.სხდომის დასაწყისში დავით ნარმანიამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად მუშაობს ქალაქი სხვადასხვა უბანში, მაინც ბევრია ისეთი ადგილები, სადაც პერიოდულად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა ზიანდება და მწყობრიდან გამოდის.

„ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენ ქვემდებარე ინფრასტურუქტურას, არამედ სხვა ობიექტებს, რომლებიც რიგ შემთხვევაში კერძო ოპერატორების მართვის ქვეშ არის. მიუხედავად ამისა, მონიტორინგი ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ, კიდევ უფრო ინტენსიურ რეჟიმში მივცეთ მითითებები როგორც თბილისის მერიის ქვემდებარე სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებს, ასევე იმ კერძო კომპანიებს, რომლებსაც ესა თუ ის სერვისი აქვს დელეგირებული და ამ სერვისის მოწოდებას ახდენენ. დაზიანების შემთხვევაში დროულად და ოპერატიულად მოახდინონ რეაგირება. ამიტომ ყველას მკაცრად მოთხოვეთ პასუხი, თორემ მოგეთხოვებათ უშუალოდ ჩემგან და სფეროს კურატორი მოადგილეებისაგან, რომ ყველაფერი დროულად იყოს მოწესრიგებული და ჩვენი ქალაქი იყოს უფრო მეტად კეთილმოწყობილი, უფრო მეტად ლამაზი და მიმზიდველი“, – მიმართა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის წევრებს.

Newstime