სოჭში უზარმაზარი კალიების შემოსევაა !

225

რუსეთის ,,პირველი არხის” ცნობით , ჯერ ხაკასიასა და ბურიატიაში მომხდარი მასშტაბური ბუნებრივი ხანძრების, ხოლო შემდეგ  სოჭის წყალდიდობის შემდეგ რუსეთს მორიგმა ,,ეგვიპტურმა წყევლამ” უწია – ქვეყნის სამხრეთ რეგიონებს მილიარდობით კალია შეესია და გზადაგზა ანადგურებს როგორც ნათესებსა და   მწვანე ნარგაობას, ისე თავს ესხმის ადამიანებსაც.  განსაკუთრებიღ დაზარალდნენ ორენბურგის ოლქი და სტავროპოლის მხარე, აგრეთვე ბაშკირეთის რესპუბლიკა. სამივე რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საშიშროება ემუქრება ჩეჩნეთსაც.

ორენბურგსა და ბაშკირეთში კალიამ  გაანადგურა ხორბლისა და სხვა სასოფლო –სამეურნეო კულტურების ნათესები ათასობით ჰექტარზე. მავნებლის ლიკვიდაციისათვის ამოქმედებულია სასოფლო – სამეურნეო ავიაციაც კი, მაგრამ ასეთ მასშტაბურ შემოსევასთან  გამკლავება ვერ ხერხდება. სხვათა შორის ნათესების დამუშავება თვითმფრინავებიდან ინსექტიციდების დასხურებით ხდება, მაგრამ ეს სპობს არამარტო მწერებს, არამედ ნათესებსაც, ასე მაგალითად, დათავთავებული ხორბლიდან მხოლოდ ღეროები რჩება, ხოლო ის რისი გამოტაცებაც მავნებელთაგან ამ მეთოდით ხერხდება, საკვებად  უვარგისია შხამქიმიკატების განგრძობითი მოქმედების გამო.

Newstime