“გული მწყდება რომ ადამიანებს მეხსიერება დაქვეითებული აქვთ“-ნინელი ჭანკვეტაძე(ვიდეო)

366

“გული მწყდება რომ ადამიანებს მეხსიერება დაქვეითებული აქვს“-ასე ეხმაურება, ლევან ვარშალომიძის სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან დახვედრის ფაქტს მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე. მისი თქმით, საქართველომ ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მეშვეობით მოახერხა და ჩაჯდა კანონიერების ფარგლებში. მისი თქმით, 2012 წელს ჩატარდა არჩევნები და ქვეყანამ შეძლო პირველად არეულობის გარეშე შეეცვალა ხელისუფლება. ჭანკვეტაძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა თუ როგორი იქნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, ის დაემორჩილება შედეგს . თუმცა მსახიობი ამბობს, რომ მას გული წყდება რადგან, ლევან ვარშალომიძეც იმ გუნდის წევრია, რომელიც 9 წლის განმავლობაში შიშში და ტერორში აცხოვრებდა ქვეყანას.

Newstime