გეგეშიძის დაბარება

266

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის ინტერვიუ, რომელიც მისი საგარეო უწყებაში დაბარების მიზეზი გახდა. არჩილ გეგეშიძე თბილისში გამთენიისას ჩამოფრინდა, კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ საგარეო უწყებაში ჯონ კერის ვიზიტთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს. ამის მიუხედავად, დღეს, ამერიკის მაღალი რანგის სტუმრის შეხვედრებზე ელჩი არ გამოჩენილა. საქმე ეხება გეგეშიძის ინტერვიუს სადაც ის ამბობს, რომ მმართველ ძალაში პრორუსული ძალები არიან. მისი ეს განცხადება პოლიტიკოსთა უმრავლესობამ დიპლომატის არადიმპლომატიურ და თანამდებობისთვის შეუფერებელ განცხადებად შეაფასა.
http://2030.news/

Newstime