სკანდალი „ყველაფერს დათა ახალაია ხელმძღვანელობდა“ – ვაჟა ლელუაშვილი დათა ახალაიას დაუპირისპირდა

200

„ქართუ ჯგუფში” შემავალი კომპანიების კუთვნილი ტვირთის დაზიანების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაჟა ლელუაშვილისა და ლევან ქარდავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

საქმის პროკურორი ლევან ადეიშვილი „პრაიმტაიმთან” საუბრობს და აცხადებს, რომ ლელუაშვილმა ჩვენება კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას წინააღმდეგ მისცა.

„საუბარია 800 ათას დოლარზე მეტ ზარალზე. 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის მარტის ბოლომდე ხდებოდა ტვირთების დაზიანება. ამ სქემას ხელმძღვანელობდა ვასილ ლელუაშვილი, ჩართულნი იყვნენ შესაბამისი სამმართველოს უფროსები. ამ ყველაფერს ადასტურებენ საბაჟოს უფროსები, ტერმინალების უფროსები, შემოსავლების სამსახურის უფროსი. ყველამ დაადასტურა, რომ არსებობდა სია, დაახლოებით 10 ფირმის, რომელთა მიერ შემოტანილი ტვირთი მიზანმიმართულად ზიანდებოდა… თავად ლელუაშვილი უარყოფდა დანაშაულს, თუმცა ის ფაქტი აღიარა, რომ ტვირთები ზიანდებოდა. მისი თქმით, ამ ყველაფერს დათა ახალაია ხელმძღვანელობდა და პასუხისმგებლობის ტვირთი მთლიანად ახალაიასკენ გადაიტანა. ანუ ის ტვირთის მიზანმიმართული დაზიანების ფაქტებს არ უარყოფს, მისთვის ეს ცნობილი იყო, მაგრამ ამბობს, რომ ამის ორგანიზატორი იყო არა თავად, არამედ დათა ახალაია”, – აცხადებს პროკურორი.

Newstime