სკანდალი-კუდ-ის თანამშრომლები ივანიშვილის დაცვას ინტიმური კადრებით აშანტაჟებდნენ

158

ბიძინა ივანიშვილის დაცვას ინტიმური კადრებით აშანტაჟებდნენ, – ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ დღევანდელ ნომერში წერს.
როგორც სტატიაში წერია, თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთ-ერთი რეზონანსული საქმის განხილვა დაასრულა, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერების ფარულ მიყურადებას ეხებოდა. საუბარია 2012 წლის 28 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას სახელით ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე.
გამოძიებით დადგინდა, რომ კუდ-ი „ქართული ოცნების“ ლიდერებს სპეციალური კომპიუტერული ვირუსის გამოყენებით უსმენდა, უკანონოდ მოპოვებული სკანდალური ჩანაწერები კი არჩევნებამდე სამი დღით ადრე ივანიშვილის დაცვის წევრის სახელით გაავრცელეს. თითქოსდა, ეს ჩანაწერები თავად ივანიშვილის დავალებით კეთდებოდა.
როგორ დაიყოლია კუდ-მა თანამშრომლებზე ბიძინა ივანიშვილის დაცვა? პირადი ცხოვრების ამსახველი რა კადრები აჩვენეს ბესიკ სურმავას მოდულის შენობაში? სად ჰყავდათ გატაცებული 6 დღის განმავლობაში და როგორ ხდებოდა „ქართუ ჯგუფის“ კუთვნილი ტვირთების შეგნებული დაზიანება საბაჟოზე? -ამ კითხვებით გამოცემამ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის პრკურორის საგამოძიებო დეპარტამენტის პროკურორს ლევან ადეიშვილს მიმართა, რომელიც სასამართლოში სახელმწიფო ბრალდებას წარმოადგენდა.
როგორც ლევან ადეიშვილი გამოცემასთან საუბრისას ყვება, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთანავე, ჩაერთო მთელი სახელმწიფო მანქანა, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოეპოვებინათ მაკომპრომეტირებელი მასალები ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ.
„ამ პერიოდში კუდ-ში კიბერმიმართულების კურატორი უშუალოდ ვასილ ლილუაშვილი გახლდათ. აღნიშნულს არც თავად ლილუაშვუილი უარყოფს და ამბობს, რომ რამდენიმე კომპიუტერული ვირუსის შექმნის შესახებ ბრძანება გასცა.
ვირუსებს ჰქონდა გაფართოებული ფუნქციები და შეეძლო არა მხოლოდ მოსმენა, არამედ კომპიუტერში ვიდეოთვალის გააქტიურება და ფარული გადაღება, ასევე კლავიატურის დისტანციური მართვა და ფაილების გადმოტვირთვის შესაძლებლობები.
ამის შემდეგ სპეციალური სამმართველოები შეიქმნა, რომელთა ერთადერთი ფუნქცია და დავალება იყო ის, რომ მოესმინათ კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“. ეს ფაილები გროვდებოდა კუდ-ის სპეციალურ ბაზაში, მოგვიანებით მათი ნაწილი, 17 ფაილი აიტვირთა „იუთუბიზე“, ბესარიონ სურმავას სახელით.
საქმეზე დაიკითხა 60-მდე პირდაპირი მოწმე, არა მარტო ბესარიონ სურმავა. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა განცხადება გააკეთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, იმავე დღეს გაიცა დავალებები, რომ რაც შეიძლება ბევრი კომპრომატი მოგროვებულიყო ივანიშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ. პირველ რიგში, დაიწყეს ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრების უკანონო მოსმენები. ამ გზით კუდისთვის ცნობილი გახდა, რომ სურმავას ურთიერთობა ჰქონდა ერთ-ერთ ქალბატონთან. მოსმენების შედგად დაადგინეს შეხვედრის დრო და ადგილი. ამის შემდეგ უშუალოდ ლევან ქარდავას დავალებით ერთ-ერთ სასტუმროში დაამონტაჟეს ფარული ვიდეოკამერა, რითაც მოხდა ამ ქალბატონისა და სურმავას ინტიმური ურთიერთობის გადაღება.
ამის შემდეგ სურმავა დააკავეს თბილისის ერთ-ერთ უბანში, ჩამოართცვეს იარაღი, ძალის გამოყენებით ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს მოდულის შენობაში.
გასაუბრებით რომ ვერაფერს მიაღწიეს, აჩვენეს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები.
მიუხედავად ამისა, სურმავა მაინც ვერ დაითანხმეს ოფიციალურ თანამშრომლობაზე და მან ხელი არ მოაწერა საიდუმლო კონტრაქტს, თუმცა იმის შიშით, რომ მის ოჯახს სიცოცხლის საფრთხე არ შექმონოდა, ის დათანხმდა „მეგობრობაზე და შემდგომი ურთიერთობის გაგრძელებაზე“. ამის მერე წყდება სურმავასთან ურთიერთობა, რადაგანაც მისგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერ მიიღეს“,-განაცხადა პროკურორმა.
მისივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სურმავას კუდ-ისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია.
გარდა ამისა, პროპკურორი ყვება, რომ სურმავა 2012 წლის არჩევნებამდე 3 დღით ადრე მოდულის შენობაში მოტყუებით კვლავ მიიყვანეს და დააშანტაჟეს.
„მას უთხრეს, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი ინტერნეტში აიტვირთებოდა და ასევე გაეგზავნებოდა როგორც მის მეუღლეს, ასევე კადრში ასახული ქალბატონის ოჯახსაც.
დამატებითი ნდობის მოპოვების მიზნით კი შოთა ხიზანიშვილის დავალებით გადასცეს 150 ათასი ევრო. შემდგომ მან წარმოადგინა ეს თანხა და დაუბრუნა სახელმწიფოს. განმარტა კიდეც, რომ იგი იძულებული იყო, თანხა აეღო, რადგან უარის თქმის შემთხვევაში შესაძლოა, მასში ეჭვი შეეტანათ და მისი ლიკვიდაციაც მომხდარიყო.
შემდეგ ხიზანიშვილმა შეუდგინა ტექსტი, თითქოს ის „ქართული ოცნების“ ლიდერების ფარულ მიყურადებას ახდენდა ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ეს მიმართვა ჩაწერეს ვიდეოკამერაზე, რომელიც ფარულ ჩანაწერებთან ერთად „იუთუბიზე“ ატვირთა.
როგორც კი ჩანაწერები გავრცელდა, ლევან ქარდავას დავალებით, ბესარიონ სურმავა ორი ავტომობილით აჭარაში, კუდ-ის ბაზაზე გადაიყვანეს, რომელიც დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს. 28 სექტემრიდან 4 ოქტომბრამდე იქ ჰყავდათ და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. 4 ოქტომბერს კი რაც გამოცხადდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა, თბილისში ჩამოიყვანეს“,- განაცხადა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ლევან ადეიშვილმა.

Newstime