რამაზ საყვარელიძე: პუტინს აგენტი რომ ჰყოლოდა პრეზიდენტად საქართველოში, იმდენს ვერ გაუკეთებდა რუსეთს, რამდენიც სააკაშვილმა გაუკეთა

265

ეუთო­ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის” წევრის კანდიდატურას მხარს უჭერს რუსეთი. ეს არის პარტია, რომელი 2012 წლიდან დღემდე მმართველს გუნდს ბრალს სდებს პრორუსული ინტერესების გატარებაში. თუმცა, ამ 4 წლის განმავლობაში საქართველოს ინტერესების სასარგებლო ნაბიჯი არ გადაუდგამს რუსეთს, ახლა ვნახეთ მხრადჭერა, რომელიც გამოუცხადეს გიგი წერეთელს. როგორ ხსნით რუსეთის მხარდაჭერას? – for.ge­ს პოლიტოლოგი რამაზ საყვერელიძე ესაუბრება:

„ნაციონალური მოძრაობა” და რუსეთი რომ არც ისე მტრულად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილი, როგორც ამას დეკლარირებენ, ეს ფაქტია. ამერიკელი პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ პუტინს თავისი აგენტი რომ ჰყოლოდა საქართველოს პრეზიდენტად, იმდენს ვერ გაუკეთებდა რუსეთს, რამდენიც სააკაშვილმა გაუკეთა. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ რუსეთის დელეგაციასა და „ნაციონალურ მოძრაობას” შორის ამ საკითხზე მოლაპარაკება გამართულიყო. 2008 წლის ომის შემდეგ, მთელი სტრატეგიული ობიექტები გადაეცა რუსეთს და თან ისე, რომ რუსეთიდან ჩამოყვანილმა ბენდუქიძემ, რომლის პოლიტიკური ორიენტაციის მიმართ ბევრი კითხვა ისმოდა, მოსპო სტრატეგიული ობიექტის კატეგორია და ამდენად, ყველა ამ ობიექტის გასხვისებაში პრიორიტეტი სწორედ რუსეთს მიანიჭა. ასეთი პოლიტიკური ორენტაციის მქონე პარტიას რუსეთის მხარდასაჭერად რაიმე მოლაპარაკება დასჭირდებოდა? რა თქმა უნდა – არა. მიუხედავად განცხადებებისა, ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ორიენტაცია ყოველთვის რუსეთის მხარეს იყო. გარდა ამისა, 2008 წლის ომი აწყობდა მხოლოდ რუსეთს და „ნაციონალურ მოძრაობას”. რუსეთს იმისთვის, რომ დასავლეთისთვის მუშტი ენახებინა, „ნაციონალურ მოძრაობას” იმიტომ, რომ მერე კომპენსაციის სახით 5 მილიარდი დოლარი მიეღო. სად წავიდა ეს მილიარდები, უცნობია. ეს მხოლოდ მცირე ფრაგმენტია ნაციონალებისა და სააკაშვილის ურთიერთობის”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

Newstime