მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

285

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მსაჯულები სათათბიროდ დაახლოებით 18.30 საათზე გავიდნენ.

სამ საათიანი დრო ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად არ გამოიყენეს.

ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილების მისაღებად სამ საათზე ნაკლები დრო დასჭირდათ.

ბრალდება 16-დან 20 წლამდე  ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სასჯელის ზომას, მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლე განსაზღვრავს.  6 ივლისს, 11 საათზე სასჯელს სასამართლო დანიშნავს.

მაგდა პაპიძის პროცესი სამ კვირაზე მეტხანს მიმდინარეობდა. დაიკითხა პროკურატურის 60-მდე  და დაცვის ორი მოწმე.

Newstime