მაგდა პაპიძე ჟურნალისტებს – სირცხვილია, ხალხო!

142

სირცხვილია ხალხო“, – ამ სიტყვებით მიმართა სასამართლო პროცესზე მყოფ ჟურნალისტებს მაგდა პაპიძემ, რომელსაც მეუღლისა და შვილის მკვლელობა ბრალდება. განსასჯელი მაგდა პაპიძე მედიის მიერ მისი სასამართლო პროცესების გაშუქებით უკმაყოფილოა და პრეტენზიას გამოთქვამს.
“მთელი ამ პროცესების განმავლობაში ჩემი გულწრფელი სურვილი იყო, საზოგადოებას მოესმინა სიმართლე და ეს პროცესები ყოფილიყო საჯარო. მე დღეს ვიმყოფები იზოლირებულ საკანში, თუმცა მაქვს რადიომიმღები და ყოველ დილით ვუსმენ საინფორმაციო გამოშვებებს და მოკლე დაიჯესტებს საგაზეთო სტატიების. სირცხვილია, ხალხო. ვადევნებ თვალს იმ სათაურებს, რომელიც იდება ინტერნეტსივრცეში – ”მაგდა პაპიძე საღეჭი რეზინით” და ა.შ. სირცხვილია ხალხო, არ მაძლევენ საშუალებას, რომ ჩემი სიმართლე დავდო”, – განაცხადა პაპიძემ.
ბრალდებულმა აღნიშნულ კონტექსტში მისი პროცესის დახურვა მოითხოვა.
”იმას, რა პროცესებიც მიმდინარეობს, რაც აქ ხდება, რეალურად სხვა ინტერპრეტაცია მიეცა და ამ ყველაფერმა ნაფიც მსაჯულებზე იქონია გავლენა. არავის მივცემ უფლებას, მომართოს მსაჯულები ჩემ წინააღმდეგ. ვისიამოვნე ჩემი მსაჯულების შეკითხვებით, რომელიც მათ ჩემი დაკითხვის დროს დამისვეს და მინდა ჩემს ნაფიც მსაჯულებთან დავრჩე და მათ ვაჩვენო ჩემი სიმართლე. ამიტომ ვითხოვ ჩემი საბოლოო სიტყვა და ასევე ბრალდების და დაცვის საბოლოო სიტყვები დაიხუროს. ეს მე სიცოცხლეს მიწყვეტს,” – აღნიშნა მაგდა პაპიძემ.
პროცესის დახურვის შესახებ მისი მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა.

Newstime