“კრიმინალური ავტორიტეტების” დაკავება კიევში- ორი საქართველოს მოქალაქეა(ფოტო+ვიდეო)

168


კიევის ოლქში პოლიციამ “კრიმინალური ავტორიტეტები” დააკავა. ამის შესახებ კიევის პოლიციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. დაკავებული არიან ბანდიტური ე.წ. შეკრების მონაწილეები, მათ შორის პირები, მეტსახელად „კუწუ’’, „ხმელი’’ და „ანდრეი ლვოვსკი’’, რომლებსაც ე.წ. კანონიერი ქურდების სტატუსი აქვთ. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა. ჩხრეკისას ამოღებულია სამი ერთეული დარეგისტრირებული იარაღი. ოპერატიული ინფორმაციით, კრიმინალები კიევსა და მთელ ოლქში გავლენის სფეროების გადასანაწილებლად შეიკრიბნენ.

შეკრების ადგილის დათვალიერებისას სამართალდამცველებმა იარაღთან ერთად დიდი რაოდენობით თანხაც აღმოაჩინეს.

– See more at: http://pirveliradio.ge/?newsid=69300#sthash.8pM4wDpL.dpuf

Newstime