კოკა ყანდიაშვილი ნაცმოძრაობას: საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი მხარდაჭერას არ მოგაკლებთ

87

რუსეთის მიერ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურის მხარდაჭერას ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ეხმაურება.

მისი თქმით, რუსეთს სჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ერთგულად ემსახურება რუსეთს. ყანდიაშვილს განცხადებით, სწორედ ასევე ენდობა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი სააკაშვილს, ბოკერიას, ბაქრაძესა და სხვა გულანთებულ “პატრიოტებს”.

„ვულოცავ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას!
გიგი წერეთელს რუსეთის დელეგაცია – მხარდაჭერასა და ნდობას უცხადებს ეუთოს უმაღლეს თანამდებობაზე.

მეგობრებო, სადმე, რაღაც უმნიშვნელო საქმეში კი არა – ეუთოს პრეზიდენდობის ამბავში….. ანუ რუსეთი ენდობა სააკაშვილს, ბოკერიას, ბაქრაძეს, კანდელაკს, ჩიორას, ჩერგოს და ყველა გულანთებულ “პატრიოტს”….. რუსეთს სჯერა, რომ გიგი წერეთელი, არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა ერთგულად ემსახუროს რუსეთს და დაიცვას “როსსია მამას” ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე.

თქვენ ნამდვილად “გაიმარჯვებთ” 8 ოქტომბერს, ალბათ რუსეთი მხარდაჭერას არ მოგაკლებთ.
დიდი მომავალი გეჭყანებათ ნაცებო….
კიდევ რა უნდა ვთქვა?“ -წერს კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში.

Newstime