კიბოთი დაავადების მოულოდნელი მიზეზები-რა შუაშია მასთან უმაღლესი განათლება

156

უმაღლესი განათლება – მამაკაცები უმაღლესი განათლებით 19%-ით უფრო მიდრეკილნი არიან ამ საზარელი სენით დაავადებისკენ ვიდრე ისინი ვისაც მხოლოდ 9 კლასის განათლება აქვს. იგივე მაჩვენებელი ქალებში 16%-ია. ეს დასკვნა შვედმა მეცნიერებმა სტოკჰოლმის ეკოლოგიური მედიცინის ინსტიტურში გამოტანეს მას შემდეგ რაც გამოიკვლიეს 1911-1961 წლების მონაცემები 4 მილიოონი ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ცხელი ჩაი – კიბოს კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია ირწმუნება, რომ ძალიან ცხელი ჩაი ან ყავა კუჭნაწლავის კიბოთი დაავადებას იწვევს. საუბარია სასმელზე რომლის ტემპერატურაც 65 გრადუსზე უფრო მაღალია. აღნიშნული დასკვნა ორგანიზაციამ 23 ექსპერტის დასკვნის მიღების შემდეგ გამოაქვეყნა.

საბავშვო პუდრი – 2016 წლის თებერვალში კომპანია Johnson & Johnson-ს სასამართლომ 72 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა იმ ქალბატონის ოჯახისთვის, რომელიც საკვერცხეების კიბოთი გარდაიცვალა. 35 წლის ჟაკლინ ფოკსი აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებულ აღნიშნულ პროდუქტს ხმარობდა. იგივე სარჩელი Johnson & Johnson-ს გლორია რისტესანდმაც მოუგო და კომპანიისგან 55 მილიონი დოლარი მიიღო, რადგან ქალი ირწმუნებოდა, რომ კიბოთი სწორედ Johnson & Johnson-ის წარმოებულმა საბავშვო პუდრმა დაავადა.

ბეკონი – ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის 2015 წლის დასკვნა ამბობს, რომ გადამუშავებული წითელი ხორცი, ბეკონი, სოსისი და ლორი კიბოს გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.

ალკოჰოლი – ბრიტანელმა მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ალკოჰოლი კიბოს პროვოცირებს. დასკვნა 1992-2000 წლებში ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგად იქნა გამოტანილი. როგორც მაშინ გაირკვა ყოველი მეათე ბრიტანელი კაცი და ყოველი 34-ე ბრიტანელი ქალი რომელიც ჭარბად მოიხმარდა ალკოჰოლს დაავადებული იყო კიბოთი.

გვიანი მშობიარობა – როგორც გაირკვა, ქალები, რომლებიც გვიან აჩენენ ბავშვს კიბოთი დაავადების რისკის ქვეშ არიან, ამის თავიდან ასაცილებლად ექიმები მათ ბავშვის ძუძუთი ხანგრძლივად, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში კვებას ურჩევენ.

შიში – ფსიქოლოგთა განმარტებით კიბოთი დაავადების შიში და ამაზე ნერვიულობა არანაკლებ საშიშია ვიდრე სხვა ზემოაღნიშნული ფაქტორები.

Newstime