თეა წულუკიანი – როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას და აგენტებს, მეტისმეტი ენაწყლიანობა ქვეყანას ვნებს

168

აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მის გათავისუფლებამდე მქონდა კითხვები, რაკი მქონდა კითხვები, მის გათავისუფლებას მივიჩნევდი ნაადრევად, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცადხა.

მისი თქმით, ჩატაევის გათავისუფლებაზე მთავარმა პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება – იარაღის უკანონო ტარების საქმეზე, რომელზეც მას ბრალი ედებოდა, ბრალი ყოფილიყი მოხსნილი.

„ამ თემებზე დისკუსია კარგია, მაგრამ აუცილებელია, არასოდეს დაგვავიწყდეს – როდესაც საქმე ეხება პანკისს, საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას. როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას და საიდუმლო აგენტების თემებს, მეტისმეტი ენაწყლიანობა ვნებს ქვეყანას, ეს უბრალოდ რჩევა და თხოვნა იქნება. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ დიახ, არსებობდა კითხვები, რადგან პრეზიდენტი, ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე ლორთქიფანიძე მოიაზრებოდნენ როგორც ჩატაევის ქვეყანაში შემომყვანები უკრაინიდან, იყენებდნენ მას სხვადასხვა, მათთვის საინტერესო თემებზე. როდესც რაღაც არ მოეწონათ, ჩასვეს ციხეში. ასე დაგხვდა ჩვენ. გამოვიჩინოთ სიფრთხილე ამ თემაზე, რადგან სახელმწიფო ინტერესი არის პირველ ადგილზე, ეს საქმე აუცილებლად იქნება გამოძიებული, როდესაც სააკაშვილი აღმოჩნდება ქართველი სამართალდამცველების ხელში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Newstime