გაქვთ თუ არა განვითარებული ინტუიცია ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს

222

ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი (განსაკუთრებით სუსტი სქესის წარმომადგენლები ლიდერობენ ამ მხრივ), ირწმუნება და სხვებსაც არწმუნებს იმაში, რომ ე.წ. “მესამე თვალის” ფენომენს ფლობს და კარგი ინტუიციური აზროვნება გააჩნია. თუმცა, ასტროლოგიურად თუ ვიმსჯელებთ, არსებობენ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა შორისაც ყველაზე ხშირად ვხვდებით ინტუიციურ ინდივიდებს, ასევე არის ხალხი, ვისაც გონება და პრაგმატული აზროვნება უკეტავს მიმდინარე მოვლენების ემოციურად აღქმის უნარს.

როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, ინტუიციური შესაძლებლობებით ყველაზე ნაკლებად მიწის სტიქიის წარმომადგენლები (კურო, ქალწული, თხის რქა) არიან დაჯილდოებულნი.

ამ მხრივ ყველაზე დიდი სკეპტიკოსი ქალწულია – 98%.

მას მხარს უბამს და ცხოვრებას თითქმის არასოდეს უყურებს ვარდისფერი სათვალეით თხის რქა – 87%.

დაბოლოს, მიწაზე მყარად დგომა ურჩევნია, ღრუბელ-ღრუბელ ფრენას კუროს – 82%.

ჰაერის ნიშნებს შორისაც ნაკლებად გვხვდებიან განსაკუთრებული ინტუიციის მქონე ადამიანები. ამ მხრივ მხოლოდ და მხოლოდ მერწყული შეიძლება ჩაითვალოს გამონაკლისად. თუმცა, მერწყულს უფრო მომავლის ხედვის ნიჭი გააჩნია და არა ინტუიცია. ეს ხალხი ურანის გავლენის გამო “მომავალში ცხოვრობს” შესაბამისად, მათ გონებას თავისთავად მიეწოდება ინფორმაცია მომავალში განვითარებული მოვლენების შესახებ. გავიხსენოთ ცნობილი ბულგარელი ნათელმხილველი – ვანგა, ზოდიაქოს ნიშნით მერწყული.

რაც შეეხება დანარჩენ ორ ნიშანს, ამ მხრივ სასწორი იკავებს – 86%.

ხოლო ცნობისმოყვარე ტყუპს მხოლოდ – 75% ერგო.

ცეცხლის ნიშნებიც, ისევე როგორც ჰაერები დღევანდელი დღით და ამწუთიერი ემოციებით ცხოვრობენ. შესაბამისად, მათ შორისაც ცოტაა განსაკუთრებული ემოციური ველით დაჯილდოებული ხალხი. ამ მხრივ ყველაზე კარგი მაჩვენებელი მშვილდოსნებს ერგოთ – 96%

ვერძებს – 88%, ხოლო ლომებს – 74%.

დაბოლოს, ყველაზე ძლიერი ინტუიციის პატრონებად ასტროლოგებმა წყლის სტიქიის წარმომადგენლები აღიარეს. ყველაზე დიდი ნიჭიერებით ამ მხრივ როგორც აღმოჩნდა გამოირჩევიან თევზები – 97%.

მათ არ ჩამორჩებიან დიდად მორიელები – 91%.

ხოლო კირჩხიბებს – 89% ერგოთ.

Newstime