ძლიერმა წვიმამ თბილისის ქუჩები დატბორა

178

თბილისში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა.
“კვირის“ ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, მაშველების გამოძახების თაობაზე შეტყობინება დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონიდან დაფიქსირდა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ყველა ზარზე რეაგირება მოხდა და დატბორილი სარდაფებიდან ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

Newstime