სოზარ სუბარი-მათ არ აქვთ სამშობლო

127

„ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი საქმიანობით, მთელი თავისი შინაარსით, წარსულით და მომავლის გეგმებით ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რაც არის ეუთო, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის კანდიდატურა მისთვის მიუღებელია.
„ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი საქმიანობით, მთელი თავისი შინაარსით, წარსულით და მომავლის გეგმებით ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რაც არის ეუთო – უსაფრთხოება, ეს არის ადამიანის უფლებები და ეს არის მშვიდობა მსოფლიოში და დედამიწის იმ ნაწილზე, რომელსაც ეუთო ფარავს.როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლაპარაკობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ქართველი იყოს ამ თანამდებობაზე, მე პირადად მიმაჩნია, რომ ქართველობა არის არა სისხლის შემადგენლობით, არამედ სამშობლოსადმი სიყვარულით და მსახურებით. ამ გაგებით „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წევრი არ არის ქართველი; მათ არ აქვთ სამშობლო; მათთვის საქართველო არის უბრალოდ ის ტერიტორია, სადაც მათ შეიძლება გაიკეთონ კარიერა, მათთვის სხვა საქართველო არ არსებობს, ამის ნათელი დასტურია სააკაშვილიც, რომელიც რამდენიმე თვის წინ ლაპარაკობდა, რომ საქართველო მის გეგმებში მეასე ადგილზეა, მას არ აინტერესებს საქართველო. მისთვის ოდესა და უკრაინა არის ის ქვეყანა, რომელიც უნდა გადაარჩინოს. დღეს, როდესაც ჩაფლავდა მისი უკრაინული პროექტი, დღეში ოცჯერ ლაპარაკობს საქართველოზე. ნახა რომ იქ ვერ იკეთებს კარიერას და კარიერის აქ გაგრძელება უნდა, შესაბამისად მე ვერ ვხედავ გიგი წერეთლის ადგილს ეუთო-ს პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ თუ რუსული დელეგაციის დახმარებით მაინც გავა რას ვიზამთ, გავიდეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Newstime