ფოთში ავარიის შედეგად დაშავებულებს შორის ჩეხეთის 4 მოქალაქეა

175

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 დაშავებულებიდან 4 ჩეხეთის მოქალაქეა, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
დაშავებული 7 ადამიანიდან 5 ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.
მათივე ინფორმაციით, ჩეხეთის 4 მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი თავს კარგად გრძნობენ.
რაც შეეხება 2 პაციენს, მათ ემოციური ფონი აღენიშნებოდათ და სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს.
შემთხვევის ადგილზე სასწარაფო სამედიცინო დახმარების 3 ბრიგადა იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ფოთში ერთმანეთს, „ნისანის“ ტიპის ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას “კვირა” ავრცელებს.

Newstime