რატომ გახდა WhatsApp-ი 72 საათით დაბლოკვა საჭირო

86

ბრაზილიის ქალაქ ლონდრინას სასამართლომ კომპანია WhatsApp-ი, რომელიც კომპანია ფეისბუქს ეკუთვნის, 6,1 მილიონი დოლარით დააჯარიმა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მესინჯერის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სამართალდამცველ ორგანოებს ზოგიერთი ადამიანის მიმოწერის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს.
მაისის დასაწყისში ბრაზილიის მობილურმა ოპერატორმა კომპანიებმა მიიღეს სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილება 72 საათის განმავლობაში WhatsApp-ის ბლოკირების შესახებ. მსგავსი გადაწყვეტილებები სასამართლოებმა სამჯერ მიიღეს, მაგრამ ტელესაკომუნიკაციო კომპანიების პროტესტების შემდეგ ისინი უქმდებოდა.

Newstime