ალექსანდრე ჯეჯელავა – ახალი ინიციატივა Learn in Georgia?

259

80739742

ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგიული ხედვას და პრიორიტეტებს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს აცნობს. შეხვედრა კახეთში, პროფესიულ კოლეჯ ,,აისში“  მიმდინარეობს.

პრეზენტაციამდე გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, სასწავლო აუდიტორიებს, ლაბორატორიებსა და სახელოსნოებს გაეცნო. კოლეჯში სწავლება ძირითადად სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით მიმდინარეობს. განათლების მინისტრის განცხადებით, განათლების სისტემის ახალი ხედვა როგორც საჯარო სკოლებს,ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებს შეეხება.

„ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია უმაღლეს განათლებაში ინტერნაციონალიზაცია, უცხოელი სტუდენტები ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებს ჰყავთ, მაგრამ ძალიან ცოტა.  ჩემი დიდი სურვილია, სხვა, პროექტებთან ერთად, როგორიც არის Check in Georgia,  Visit Georgia, გაჩნდეს Learn in Georgia. ეს იქნება ჩემი საყვარელი ჩანაფიქრი, თუ გამოგვივიდა. მეორე მნიშვნელოვანი თემა შეეხება სკოლას. აქ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ არაფორმალური განათლების საკითხში, ანუ მეტი თავისუფლება მივცეთ ბავშვებს წრეების კუთხით, შემოქმედებითი და ბიზნესის კუთხით, ნებისმიერი მიმართულებით, რაც მათ აინტერებთ და ამაში ახალი ინვესტიციები იქნება მნიშვნელოვანი. მესამე და მთავარი  – უნდა იყოს პროფესიული განათლება. ეს დუალური მეთოდი პრემიერი ინიციატივაა. მოგეხსენებათ, რომ მთავრობის 4 პუნქტიან  გეგმაში ერთ-ერთი განათლების სისტემაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მასშტაბურ ცვლილებებს უნდა ველოდეთ“,-აღნიშნა განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ

წყარო: 2030.news

Newstime