1 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

257

ვერძი

სიმშვიდე და დასვენება გესაჭიროებათ. არ გაგიკვირდეთ თუ დღეს შუა მუშაობაში ჩაგეძინებათ.

კურო

დახმარება ოჯახის წევრებს ან მეგობრებს სთხოვეთ. უცნობებმა შეიძლება არასწორად გაგიგონ.

ტყუპი

საოჯახო საქმეები ოჯახის წევრებს გადააბარეთ, სამსახურებრივი – კოლეგებს; თავად კი დაისვენეთ.

კირჩხიბი

რეალური იდეები განახორციელეთ, რაც ნაკლებ დროსა და ენერგიას წაგართმევთ.

ლომი

პირად ცხოვრებაზე ისეთ ადამიანთან ილაპარაკეთ, ვინც საიდუმლოს შეგინახავთ.

ქალწული

ნურავის გაუმხელთ საკუთარ იდეებს. ჯერ დაასრულეთ და მერე გაახმოვანეთ.

სასწორი

დაუსრულებელი საქმეები ახლების დაწყებაში ხელს შეგიშლით. ან თავად დაასრულეთ, ან სხვას გადააბარეთ.

მორიელი

დღეს ყველა საქმეს წარმატებულად დაასრულებთ და გარშემო მყოფთა შექებასაც დაიმსახურებთ.

მშვილდოსანი

დღეს სხვათა მოსმენა, დაყვავება და დახმარება მოგიწევთ.

თხის რქა

ეცადეთ, თქვენმა ნათქვამმა სხვას გული არ ატკინოს. ამასთანავე, ნუ იქნებით გარშემო მყოფების მიმართ კრიტიკული.

მერწყული

ნუ გაჯიუტდებით, ისე მოიქეცით, რომ არავის გაუფუჭოთ საქმე.

თევზები

ნუ შეიქმნით ილუზიას, კარგად დააკვირდით გარშემო მყოფებს, რეალური ადამიანები განსხვავდებიან იდეალისგან.

Newstime