ლარი მცირედით გამყარდა- ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

222

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი, ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 1 ივლისს 2.3200 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ფასი 2.3423 ლარს შეადგენდა. დოლართან მიმართებაში ლარი 0.0223-ით გამყარდა.

სებ-ის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.5861 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი 2.5976 ლარს შეადგენდა. ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0115-ით გამყარდა.

Newstime