პაატა ბურჭულაძე: მე მინდა კომპლიმენტი ვუთხრა “ქართულ ოცნებას”

206

მაშინ ხალხს ეშინოდა სიმართლის თქმის, იმის თქმის, რომ სხვა პარტიას აძლევდა ხმას, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარემ, პაატა ბურჭულაძემ გადაცემა “პოლიტიკაში“ წინა ხელისუფლების მმართველობისას ჩატარებულ კვლევებზე საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რას ფიქრობს პაატა ბურჭულაძე ქვეყანაში სოციოლოგიურ კვლევებზე, მაშინ როცა არსებობს პრაქტიკა, რომ 2012 წელს კვლევების შედეგები და არჩევნების რეზულტატი მაღალი პროცენტით ასცდა ერთმანეთს.
“მე მინდა კომპლიმენტი ვუთხრა “ქართულ ოცნებას“, მაშინ ხალხს ეშინოდა სიმართლის თქმის, იმის თქმის, რომ სხვა პარტიას აძლევდნენ ხმას და არა “ნაციონალურ მოძრაობას“, დღეს, ეს შიში ნაკლებად არის, თითქმის არ არის. არ მინდა დავემსგავსო სხვა პარტიულ ლიდერებს, რომლებსაც თუ არ მოსწონთ შედეგები, ამბობენ,რომ კვლევა არის გაყალბებული“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა ბურჭულაძის პარტიას შიდა კვლევები, მან განაცხადა რომ მისთვის მთავარია საბოლოო რეზულტატი, რომელიც არჩევნებზე დადება.
“ამპარტავნობაში არ ჩამითვალოთ ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩვენ კვლევები არ გვჭირდება იმდენად დარწმუნებულები ვართ ჩვენ თავებში, რეზულტატია მთავარი და რეზულტატი ძალიან მალე იქნება“, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

Newstime