თბილისი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს

251

საქართველოს დედაქალაქი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ  სესიას მასპინძლობს.

ევროპის უსაფღთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარალმენტო ფორუმი 1 -5 ივლისს იმართება.

საქართველო მსგავს ღონისძიებას პირველად მასპინძლობს. ღონისძიების მთავარი თემაა „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“,  თბილისში იმყოფება 700-ზე მეტი სტუმარი ეუთო-ს წევრი 57 ქვეყნიდან.

ეუთო-ს საგაზაფხულო სესიის გახსნაში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი  გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალტერ შტაინმაიერიც მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კონგრესის დელეგაცია,  სხვადასხვა ქვეყნის პარალმენტის თავმჯდომარეები, ვიცე-სპიკერები და კანონმდებლები არიან ჩამოსული.

წყარო: 2030.news

Newstime