ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 400-ზე მეტი აბიტურიენტი არ გამოცხადდა

293

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ ნაკადში  400-ზე მეტი აბიტურიენტი არ გამოცხადდა, – ამის შესახებ შეფასებისა და  გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განახცადა.

მისი თქმით, ეს მთლიანი რაოდენობის 5 პროცენტია. მიმინოშვილის ინფორმაციით, 5 -მა აბიტურიენტმა გამოცდაზე დააგვიანა და შესაბამისად მოიხსნა გამოცდიდან.

პირველ ნაკადში დაახლოებით 9327 აბიტურიენტი უნდა  გამოხადებულიყო.

როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, აბიტურიენტების რეგისტრაცია  ზუსტად 8 საათზე დაიწყო.  9 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში დასრულდა რეგისტრაცია, რომელმაც  მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.  9 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტისთვის გაიხსნა საგამოცდო ტესტის ფურცელი.

14:00 საათზე დაიწყება მეორე სესიის რეგისტრაცია. 15:00 საათზე აბიტურიენტების შემდეგი ნაკადი დაიწყებს ტესტებზე მუშაობას.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 38 500 -ზე მეტი აბიტურიენტი;
საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: თბილისი, ბათუმი, ფოთი

პირველ გამოცდას ყველა აბიტურიენტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებს.

 

წყარო: 2030.news

Newstime