„ბრალდებულებს საქართველოში მალულად შემოჰქონდათ უმაღლესი სინჯის ოქროს და ბრილიანტის საიუველირო ნაკეთობები

112

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძიების მიერ დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს არსენ მ.-სა და სერბუჰ პ.-, საბაჟო გამშვები პუნქტის,  „სადახლო-საავტომობილოს’’ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰქონდათ დიდი ოდენობით უმაღლესი სინჯის ოქროს და ბრილიანტის საიუველირო ნაკეთობები.

„აღნიშნული კანონდარღვევისათვის არსენ მ. და სერბუჰ პ. საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8 დან 11 წლამდე ვადით“, – განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.

წყარო: news.ge

 

Newstime