აშშ-ში ტრანსგენდერებს ჯარში მსახურების უფლება მისცეს

105

აშშ-ში ტრანსგენდერებს ჯარში მსახურების უფლება მისცეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში 1 ივლისიდან შევიდა. როგორც პენტაგონში აცხადებენ, მომდევნო სამი თვის განმავლობაში შეიმუშავებენ სპეციალურ წესებს, რომლებითაც სამხედრო მაღალჩინოსნები და აშშ-ის სამხედრო უწყების სამედიცინო პერსონალი იხელმძღვანელებენ.

როგორც თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, აშშ-ის არმიაში აუცილებლად უნდა იმსახუროს ნებისმიერმა ნიჭიერმა ამერიკელემა.

უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის მონაცემებით, ამჟამად აშშ-ის არმიაში 1 მილიონზე მეტი ჯარისკაციდან 15 ათასი ტრანსგენდერია.

პენტაგონის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს რესპუბლიკელებმა. აშშ-ის წამომადგენელთა პალატაში თავდაცის კომიტეტის თავმჯდომარე მეკ ტორნბერი აცხადებს, რომ მთავრობამ კიდევ ერთხელ უნდა განამარტოს, ნამდვილად შეუძლიათ თუ არა ტრანსგენდერებს საბრძოლო დავალებების შესრულება.

2011 წლამდე ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლები ამერიკულ არმიაში მსახურობდნენ, თუმცა საკუთარი სექსუალურ ორიენტაციას არ ამხელდნენ. 2011 წელს ეს შეზღუდვა გაუქმდა. 2014 წელს კი ჯარში აყვანის თხოვნით პენტაგონს ტრანსგენდერებმაც მიმართეს.

Newstime